• Geo
  • Eng
04.08.2015
დინამომ სიონი დაამარცხა

დინამო თბილისი განაგრძობს მზადებას ახალი სეზონისთვის და დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი სპარინგ მატჩი გაიმართა. გია გეგუჩაძის გუნდი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. სპარინგი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის მე- 18 წუთზე მათე ცინცაძემ გახსნა. დინამოს ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი ნანიევის კარში. პირველი ტაიმის ბოლოსკენ გიორგი თევზაძის პასით მეკარესთან პირისპირ გიორგი ქვილითაია გადიოდა, რომელიც წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმაც პენალტის ნიშნულზე მიუთითა. თერთმეტმეტრიანი ალექსანდრე იაშვილმა არაზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დებიუტი ორი გოლით აღინიშნა. ჯერ კობა შალამბერიძემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მათე ცინცაძის პასი შედეგიანად ჯაბა ჯიღაურმა დაასრულა. 55- ე წუთზე დინამოელებმა კუთხური მოაწოდეს. გიორგი ქვილითაიამ ყველას დაასწრო და საფინალო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთზე შალამბერიძის დარტყმული ჯერ ბეგაშვილმა, შემდეგ კი კარის ხარიხამ მოიგერიეს. საბოლოოდ 3:1 თბილისელთა სასარგებლოდ.

დინამო 3:1 სიონი

გოლი: 1:0 ცინცაძე 18’  1:1 შალამბერიძე 46’  2:1 ჯიღაური 47’  3:1 ქვილითაია 55’

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 68), კაკაბაძე (ტვილდიანი 62), რენე, ჭელიძე, თევზაძე (გურული 62), ცინცაძე (გველესიანი 62), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ჯანელიძე 62), იაშვილი (არაბული 62), ქვილითაია (ვოლკოვი 62)

სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, საჯაია, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, , შალამბერიძე, მიქაბერიძე, ისიანი

შეცვლაზე შევიდნენ: გიორბელიძე, ა. მესხი, მანჯგალაძე, მანაგაძე, ოთარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ც. მესხი, ჭიკაიძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024