• Geo
  • Eng
25.12.2015
სეზონი 2015/2016 - პირველი წრე

დინამო თბილისმა 2015/2016 სეზონის პირველი წრე დაასრულა. გუნდმა მთლიანობაში ჩატარებული 20 მატჩიდან 18- ში იმარჯვა, ერთი ყაიმით დაასრულა და ერთხელაც დამარცხდა. 49 გატანილი გოლი 14- ის საპირწონედ. ჩემპიონატში თბილისელებმა 15 დაპირისპირებიდან 13 დაასრულეს გამარჯვებით, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთხელ დამარცხდნენ. პირველობაზე დინამოს 13 მიღებული ბურთის წილ 43 გოლი აქვს გატანილი.

ჩატარებული 20 მატჩიდან თბილისელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო მათე ცინცაძემ (1600 წუთი) დაჰყო. ლაშა პარუნაშვილმა 1545 წუთი ითამაშა, ჯაბა ჯიღაურმა კი 1527. 1460 წუთი იასპარეზეს რენე ფერეირამ და ოთარ კაკაბაძემ. 15 გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ, 10 გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა და 4 გოლი კი გიორგი გურულმა ჩაიწერა თავის აქტივში. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, აქ ალექსანდრე იაშვილი ლიდერობს 9 შედეგიანი პასით. შემდეგ 5-5 ასისტით ოთარ კაკაბაძე და ოთარ კიტეიშვილი მოდიან.

პირველობაზე ჩატარებული 15 შეხვედრიდან ლაშა პარუნაშვილმა დაჰყო ყველაზე მეტი დრო სათამაშო მოედანზე. გურიასთან მატჩის გარდა ლაშამ ყველა შეხვედრაში 90 წუთი იასპარეზა და 1260 წუთი დაუგროვდა. 1166 წუთი ითამაშა მათე ცინცაძემ, 1094 გიორგი ქვილითაიამ, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ 1077 და 1054 წუთი გაატარეს მოედანზე. ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ 12 გოლი გაიტანა, ჯაბა ჯიღაურმა 9- ჯერ შესძლო მეტოქეთა კარის აღება, ხოლო გიორგი გურულმა კი 4 გოლი გაიტანა. პირველობაზე საგოლე გადაცემებში ალექსანდრე იაშვილი 7 ასისტით ლიდერობს. ოთარ კიტეიშვილმა 5 საგოლე გადაცემა დააგროვა. 4-4 შედეგიანი პასით ოთარ კაკაბაძე და ვახო ჭანტურიშვილი გამოირჩნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024