• Geo
  • Eng
13.08.2015
14 აგვისტო დინამო თბილისის ისტორიაში

პარასკევს 14 აგვისტოს თბილისელები საქართველოს 27- ე ჩემპიონატს დაიწყებენ. დინამო არენაზე ჩვენი გუნდი თერჯოლის საპოვნელას უმასპინძლებს. პირველი ტურის შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

14 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 2 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 15/5 თბილისელთა სასარგებლოდ.

1954 და 1974 თბილისელები კიეველ თანაგუნდელებს შეხვდნენ. ორივე მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 1959 წელს დინამომ კიშინიოვის მოლდოვა მიიღო და 5:1 მოუგო მეტოქეს. ზაურ კალოევმა ორი გოლი გაუტანა მოლდოველებს. თითოჯერ ავთანდილ ღოღობერიძემ, კარლო გაგნიძემ და შოთა იამანიძემ გამოიჩინეს თავი. 1968 წელს კიროვობადის დინამომ მოგვიგო 2:0. მომდევნო სეზონში კი მინიმალური სხვაობით 0:1 დავმარცხდით მოსკოვის ცსკა- თან.

1994 წელს დინამომ ყვარელის დურუჯი მიიღო და ერთის წილ ათი გოლი გაუტანა მეტოქეს. შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. არჩილ არველაძემ, გოჩა ჯამარაულმა და ალექსანდრე იაშვილმა დუბლი გაიფორმეს. ერთი გოლიც მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024