• Geo
  • Eng
15.08.2015
პირველობა დუბლებმაც გამარჯვებით დაიწყეს

ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის პირველ ტურში დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ საპოვნელას დუბლებს უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად თამაზ სამხარაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 6:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში ლამაზი დარტყმით მიქელთაძემ გახსნა. მანვე ასევე ეფექტურად ითამაშა და მესამე გოლი გაუტანა თერჯოლელებს. მანამდე სტუმრების კარი ჩაკვეტაძემ აიღო. პირველი ტაიმის ბოლოს ლილუაშვილმა შეუტია საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან და 4:0 დააფიქსირა. მეხუთე გოლი ნემსაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. საპოვნელამ ერთი ბურთი საჯარიმო დარტყმით გაქვითა. საბოლოო ანგარიში კი მიშა ბაშალეიშვილმა დააფიქსირა ახლო მანძილიდან.

დინამო 6:1 საპოვნელა

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, კობოური, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, ბუღრიძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მ. ბაშალეიშვილი, გაბრიჩიძე, კირკიტაძე, ყურაშვილი, ხატიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024