• Geo
  • Eng
18.08.2015
21 აგვისტო დინამოს ისტორიაში

პარასკევს 21 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ოფიციალურ საიტზე იხილავს.

21 აგვისტოს დინამოს 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, ბალანსი კი უარყოფითია ჩვენი გუნდისთვის. 5 მარცხი, 2 ფრე და 2 გამარჯვება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც უარყოფითი აქვს დინამოს 11/20 მეტოქეთა სასარგებლოდ.

1956 წელს თბილისელები სტალინოს შახტიორთან 3:5 დამარცხდნენ. გოლები ჭკუასელმა, გაგნიძემ და იამანიძემ გაიტანეს. 1958 წელს დინამოს სტადიონზე ლენინგრადის ადმირალტეეცი მივიღეთ და 2:0 ვაჯობეთ. დალაქიანმა და ბარქაიამ გამოიჩინეს თავი. 1974 წელს მოსკოვში ტორპედომ გვაჯობა 4:1. ერთადერთი გოლი გივი ნოდიას ანგარიშზეა. სამი წლის შემდეგ მოსკოველ თანაკლუბელებთან ყიფიანის გოლით 1:1 ითამაშა დინამომ. 1980 წელს ოდესის ჩერნომორეცს მოუგო დინამომ 1:0. გამარჯვების გოლი ჟვანიამ გაუტანა ზღვისპირელებს. მომდევნო სეზონში იმავე ანგარიშით დნეპროპეტროვსკის დნეპრმა დაამარცხა ჩვენი გუნდი. 1985 წელს დონის როსტოვში სკა- თან მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 6:2 დასრულდა. ორივე გოლი მახარაძემ გაიტანა.

1999 წელს თბილისური დერბი არსენალთან არმიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 2004 წელს ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ქუთაისელებს კაკალაძემ გაუტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024