• Geo
  • Eng
22.08.2015
25 აგვისტო დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 25 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს 2015 წლის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. მორიგი ტიტულისთვის ერთმანეთს დინამო თბილისი და დილა გორი დაუპირისპირდებიან. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება.

25 აგვისტოს დინამოელებს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. 5 მოგებაა თბილისელთა აქტივში, 3 წაგება პასივში და 2 მატჩიც ყაიმით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/8 დინამოს სასარგებლოდ.

1937 წელს მოსკოვში მეტალურგთან მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 1946 წელს იმავე ანგარიშით კრილია სოვეტოვმა იმარჯვა კუიბიშევში. 1963 წელს ვლადიმერ ბარქაიას დუბლით თბილისელებმა ალმა ატაში კაირათი 2:0 დაჯაბნეს. 1986 წელს ერევანში არარატთან დამარცხდა ჩვენი გუნდი 0:2.

1996 წელს დინამომ 6:0 დაამარცხა სამტრედია. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა. თითო გოლი როინ კერძევაძემ, გიორგი დემეტრაძემ, გელა ინალიშვილმა და ლევან ხომერიკმა გაუტანეს სამტრედიას. 2002 წელს ვიტ ჯორჯიასტან დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. გოლი არჩილ სახვაძემ გაიტან. 2007 წელს ბორჯომში თბილისელებმა ადგილობრივ გუნდს 2:1 აჯობეს. გიორგი მერებაშვილის და ილია სპასოევიჩის ანგარიშზეა შედეგიანი დარტყმები. ორ წელიწადში დინამომ გიორგი მერებაშვილის დუბლით 2:0 მოუგო გაგრას. 2012 წელს ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. ჯაბა დვალის, მიკელ ალვაროს და რობერტინიოს გოლებით თბილისელებმა 3:0 იმარჯვეს.

2011 წლის 25 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა ჩატარდა დინამო არენაზე. თბილისელები საბერძნეთის აეკ- ს მასპინძლობდნენ. მატჩი საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლი ალექსანდრე კოშკაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024