• Geo
  • Eng
28.08.2015
დინამოელები საბურთალოსთან მატჩისთვის ემზადებიან

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისმა მორიგი ვარჯიში გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი მოახლოებული თბილისური დერბისთვის ემზადება, რომელშიც უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ საბურთალოს დაუპირისპირდება. პირველობის მესამე ტურის მატჩი დინამო არენაზე ხვალ გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. დინამო TV დღევანდელი წვრთნის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024