• Geo
  • Eng
10.10.2015
ლოკომოტივთან მოგებულ სპარინგში მოედანს ნიკა ჭანტურია დაუბრუნდა

ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დინამოელებმა სპარინგ მატჩით შეავსეს. გია გეგუჩაძის გუნდი ლოკომოტივს გაეჯიბრა და საინტერესო შეხვედრაში 3:1 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ 7 თვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს დინამოს ცენტრალური მცველი- ნიკა ჭანტურია დაუბრუნდა. ნიკამ მარტში მიღებული მძიმე ტრავმა მოირჩინა და დღევანდელ სპარინგში ბოლო 20 წუთი იასპარეზა. დინამოელებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. ვახო ჭანტურიშვილის პასი ზუსტი დარტყმით გიორგი გურულმა დააგვირგვინა. ტაიმის შუაში ბაჩანა არაბულმა ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. საგოლე პასი მას ალექსანდრე იაშვილმა გადააწოდა. ბაჩანამ  მეორე ტაიმშიც მოახერხა ლოკომოტივის კარის აღება და დინამოელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა. სპარინგის მიწურულს მამია გავაშელიშვილმა საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

17 ოქტომბერს დინამოელები საქართველოს პირველობის მერვე ტურში ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდებიან.

დინამო 3:1 ლოკომოტივი

დინამო: ბეგაშვილი, ტვილდიანი, გველესიანი, რენე, გურული, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, არაბული, იაშვილი, ქვილითაია

შეცვლაზე შევიდნენ: ჰრდლიჩკა, ვოლკოვი, ჯიღაური, ჩაკვეტაძე, ჭანტურია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024