საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა მეტოქე. ჯვაროსნების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დინამო თბილისის მარჯვენა მცველს- ოთარ კაკაბაძეს, რომელმაც სრულად ჩაატარა მატჩი. აღსანიშნავია, რომ სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ოთარ კაკაბაძის აქტიურობას და ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა. გოლები სტუმართა კარში მათე ვაწაძემ (2), თორნიკე ოქრიაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. შემდეგ შეხვედრას ჯვაროსნები 11 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან ჩაატარებენ.