• Geo
  • Eng
08.10.2015
ცინცაძემ და ლობჟანიძემ ესპანეთს გოლები გაუტანეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ახალგაზრულ ნაკრებს უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა. ორივე გოლი პირინეელთა კარში დინამოელებმა გაიტანეს. შეხვედრის დებიუტში ახალგაზრდა ჯვაროსანთა კაპიტანმა- მათე ცინცაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით 1:1 გახადა ანგარიში. მე- 60 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა- საბა ლობჟანიძემ ძლიერი შორეული დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. 70- ე წუთამდე მოედანზე გახლდათ კიდევ ერთი დინამოელი- ოთარ კიტეიშვილი. მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში, ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024