• Geo
  • Eng
04.07.2023
დინამომ სუპერთასი მეცხრედ მოიგო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს სუპერთასის ფინალი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისი დინამო ბათუმს დაუპირისპირდა.

 

ფინალი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მაღალი რიტმი შესთავაზა. მეთოდურად დედაქალაქელთა უპირატესობა გამოიკვეთა, თბილისელები შედარებით მეტ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. ნახევრად სახიფათო მომენტები პირველ 15 წუთში უსმანე კამარამ, იმრან ულად ომარმა და დავით სხირტლაძემ შექმნეს. ბათუმელებმა 25-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და შედეგიანად დაასრულეს. გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. გოლის შემდეგ ისევ სხირტლაძე აქტიურობდა, საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშთ მოიგეს.

 

მეორე ნახევარი მასპინძლებმა მაღალ რიტმში განაახლეს და პირველივე შეტევაში ბარნს ოსეი შეიჭრა საჯარიმოში ბურთიანად, თუმცა ბოლო წამს საშა ბალიჩმა განმუხტა სიტუაცია. მატჩის 53-ე წუთზე დინამოს კაპიტანს შეეძლო სიტუაციის უფრო გამწვავება, თუმცა საჯარიმოში მიღებული ბურთი ძლიერად ვეღარ დაარტყა. ამასობაში თამაშის თანხლებით კოკისპირული წვიმაც წამოვიდა. ცოტახანში იმრანი გავიდა ერთი ერთზე მეკარესთნ, მაგრამ სუსტად დაარტყა. თბილისელთა შეტევებმა საბოლოო შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ სიგუამ გადაგზავნა ჩიჩკანის კარში 1-1. თორნიკე კირკიტაძემ კი ამასობაში ტრავმა მიიღო და დინამოელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე დედაქალაქელთა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ვლადიმერ მამუჩაშვილის უძლიერესად და სახიფათოს დარტყმული ბურთი კი გიორგი ლორიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია. მეტი გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდეგომი პენალტების სერია დაინიშნა. ლორიამ ბათუმელთა კაპიტანს პირველივე დარტყმული აუღო, თუმცა სხირტლაძემაც ვერ შეაგდო. პენალტებში ანგარიში მამუჩაშვილმა გახსნა, ჩიჩკანმა კამარას აუღო, ზარიამ შედეგიანად დაარტყა და მასპინძელთა მდგომარეობაც გართულდა. ხარაიშვილმა თავისი შანსი გამოიყენა, აი მოსიაშვილმა კი ააცილა და მოისწრაფიშვილის დარტყმის შემდეგ სხვაობა გათანაბრდა 2-2. ფლამარიონმა და მაისურაძემ თავიანთი თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს, ხარებავამ ააცილა, ბოლო დარტყმა კი სიგუამ ითავა და 4-3. დინამო თბილისმა საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა.

 

შემდეგ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარებს. მატჩი 12 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქში, ადგილობრივ ასტანასთან თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024