დინამო თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი- ნიკოლოზ გელაშვილი ჩაირიცხა. ეროვნული პირველობის ორგზის ბომბარდირის ბოლო კლუბი კვიპროსული პაფოსი გახლდათ. მანამდე ჩვენი გუნდის ახალწვეული ვიტ ჯორჯიას, კახეთის, ზესტაფონის, ბოხუმის, ყარაბახის და ფლამურტარის ღირსებას იცავდა. ნიკოლოზ გელაშვილმა დინამოსთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 99 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.