საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ახალგაზრდა ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში 4 დინამოელი- ოთარ კაკაბაძე (კაპიტანი), მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე გამოჩნდა. პირველი გოლი ესტონელთა კარში ნაკრების კაპიტანმა მე- 9 წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით გაიტანა. 9 წუთში კიტეიშვილმა ასისტენტობა ნიკა კაჭარავას გაუწია, თავად კი 25- ე წუთზე აიღო ბალტიისპირელთა კარი. მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის კრებული 12 ნოემბერს ალმერიაში, ესპანელთა წინააღმდეგ გამართავს.