11 ოქტომბერს ლევან ღამბაშიძის სახელობის- ბალუს თასის ტრადიციული, რიგით მეოთხე გათამაშება გაიმართა. წლევანდელ ტურნირში გლადიატორების გარდა მონაწილეობდნენ: ხელვაჩაურის მაჭახელას, ლვოვის კარპატის და მინსკის დინამოს ფანები. თბილისში ასევე იმყოფებოდნენ დნეპროპეტროვსკის დნიპროს მხარდამჭერები. საინტერესო და დაძაბული ტურნირი გლადიატორებისა და მეთოფეების ფინალით დაგვირგვინდა, რომელშიც მასპინძლებმა იმარჯვეს.