დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი სპარინგი გამართეს. დინამოელებს მეტოქეობა გაგრამ გაუწია. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი შეხვედრის მე- 20 წუთზე დინამოში სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა შემტევმა- ჯაჯა დე სოუზამ გაიტანა. მეორედ გაგრელთა კარი კი 85- ე წუთზე ბაჩანა არაბულმა აიღო.
დინამოელები 30 იანვარს გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც გუნდი 5 შეხვედრას გამართავს და თბილისში 14 თებერვალს დაბრუნდება.
დინამო 2:0 გაგრა
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, გურული, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი, ჯაჯა
მეორე ტაიმი: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭელიძე, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე, არაბული, ქვილითაია