ქუთაისში დუბლების ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი ჩატარდა. ტორპედოს სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლებს უმასპინძლა და პირველ ტაიმში მიღებული ერთბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ დამარცხდა. თამაზ სამხარაძის გუნდს ბოლო ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ გამარჯვება ესაჭიროებოდა, რასაც დინამოელებმა ანდრო ნემსაძის და მიშა ბაშალეიშვილის გოლებით მიაღწიეს. მატჩი საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. პირველ ნახევარში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა შეუტიეს უფრო მწვავედ და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. მომდევნო პაექრობას ჩვენი დუბლები 24 ოქტომბერს ცხინვალის სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
ტორპედო 1:2 დინამო /დუბლები/
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ხატიაშვილი (მ. ბაშალეიშვილი 46), ლოჩოშვილი, კობოური, ნ. ბაშალეიშვილი, ყურაშვილი (გიორგაძე 46), ფოჩხუა (ბუღრიძე 75), გაბრიჩიძე (ნემსაძე 46), მიქელთაძე, ლილუაშვილი (დავითაშვილი 85)