24 იანვარს დაგეგმილი 19 წლამდელთა სანაკრებო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ბულგარეთს შორის, უამინდობის გამო მიხეილ მესხის სახელობის სტადიოინზე ვეღარ ჩატარდა. ასეთ ვითარებაში დინამომ თავისი აკადემიის მოედანი უსასყიდლოდ დაუთმო ფედერაციას და ასევე უზრუნველჰყო მატჩის საორგანიზაციო მხარეც. ამასთან და ფიფა-უეფას არაკალენდარულ დღეებში ასაკობრივ ნაკრებებში დაუბრკოლებლად მივლინებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სფფ- მ დინამოს სამადლობელო წერილი გამოუგზავნა. ჩვენის მხრივ ვაფიქსირებთ პატივისცემასა და მზაობას მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.