• Geo
  • Eng
07.09.2015
დინამოს პრეზიდენტის კომენტარი აღმასკომის სხდომის შემდეგ

დინამო თბილისის პრეზიდენტი- რომან ფიფია, დღეს ჩატარებული აღმასკომის სხდომის შემდეგ ზვიად სიჭინავას გადადგომას და მიმდინარე საარჩევნო კამპანიას გამოეხმაურა.

რომან ფიფია: მადლობა მინდა გადავუხადო, ზვიად სიჭინავას გასული წლებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისას გასწია.

თბილისში გამართული სუპერთასის წარმატებულად ჩატარება
სწორედ ზვიად სიჭინავას სახელს უკავშირდება.

გულწრფელად ვისურვებდი, რომ ამ ადამიანის შრომა და ამაგი დაუფასებელი არ დარჩენილიყოს. წარმატებას ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024