დინამოელებმა ბელეკში მორიგი ვარჯიში გამართეს. იურაი იარაბეკი დღეში ორჯერად წვრთნებს ატარებს, დღეს საღამოს კი თეორიულ ვარჯიშსაც გამართავს. თბილისელებმა მზიანი ამინდის თანხლებით სრული დატვირთვით ივარჯიშეს. გიორგი თევზაძე და თორნიკე კირკიტაძე კი მცირე ტრავმიანობის გამო ინდივიდუალურად დაიტვირთნენ. გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვა ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ბოლო ტესტ მატჩში კუნთი დაიზიანა. ხვალ დინამოელები თბილისის დროით 21.00 საათზე პირველ სპარინგს გამართავენ და ხორვატიულ სპლიტს დაუპირისპირდებიან.