დინამო არენაზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ცხინვალს 2:1 მოუგო, შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ გააკეთა.
გია გეგუჩაძე: საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა ორმხრივი გაძევებით, თუმცა ორივე გაძევება მიმაჩნია, რომ სამართლიანი იყო. სამწუხაროა, რომ მომენტების რეალიზებას ბოლომდე ისევ ვერ ვახერხებთ და ამ კომპონენტზე ბევრი გვაქვს სამუშაო. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ.