• Geo
  • Eng
11.09.2015
გურამ ასპინძელაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

მარტვილში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ მერანს 4:1 მოუგო, შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მწვრთნელმა- გურამ ასპინძელაშვილმა გააკეთა. დინამოელთა მთავარი მწვრთნელი- გია გეგუჩაძე შუძლოდ ყოფნის გამო დღევანდელ დაპირისპირებას ვერ დაესწრო.

გურამ ასპინძელაშვილი: კარგი იყო, რომ უპირატესობა თავიდანვე მოვიპოვეთ და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაგვიშვია. იყო გააზრებული თამაში, რაც სასიამოვნოა, თუმცა უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამაზე კიდევ სამუშაო გვაქვს. დაუშვით შეცდომაც, რომელსაც გოლი მოჰყვა ჩვენს კარში. მთავარია მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024