• Geo
  • Eng
04.02.2016
დინამომ ბატეს 2:0 მოუგო

შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს მეორე სპარინგი გამართა. კორნელია პალასის სათამაშო მოედანზე დინამო ბელორუსის ჩემპიონს- ბორისოვოს ბატეს დაუპირისპირდა. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ სპარინგი საინტერესოდ და თბილისელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. დინამომ გოლები ხუთ წუთიან ინტერვალში გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლამაზი თაურით ანგარიში ლაშა პარუნაშვილმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ზაზა ჭელიძის ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში გიორგი ქვილითაიამ მიუჩინა ადგილი. პარუნაშვილის გოლამდე აღსანიშნავია, ოთარ კიტეიშვილის ტექნიკური თამაში, რასაც ბატეს კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. მათე ცინცაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანი შარბიცკიმ უკუაგდო. მანამდე ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი გურულიც აქტიურობდნენ. ამ უკანასკნელის დარტყმული კი ძელმა მოიგერია. მეორე ნახევარში თბილისელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. მიზანთან ყველაზე ახლოს ბაჩანა არაბულის და ზაზა ჭელიძიას დარტყმული გახლდათ. საბოლოოს ტესტ-მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას იურაი იარაბეკის გუნდი 7 თებერვალს ვოივოდინასთან გამართავს.

დინამო 2:0 ბატე

გოლი: 1:0 პარუნაშვილი 45’  2:0 ქვილითაია 50’

დინამო: ჰრდლიჩკა, რენე (გველესიანი 46), ამისულაშვილი (კირკიტაძე 46), ჭელიძე, გურული (კობოური 37), ცინცაძე (ჟაჟა 60), პარუნაშვილი (ჭანტურიშვილი 46), ჯიღაური (არაბული 46), კიტეიშვილი (ჯანელიძე 46), ალვარო (ს. ლობჟანიძე 46), გელაშვილი (ქვილითაია 46)

ბატე: შარბიცკი, დუბრა, იაბლონსკი, ა. ვალადზკო, ივანიჩი, პიკი, ჟუნერჩიკი, რიოსი, მილუნოვიჩი, რაძიონაუ, მ. ვალადზკო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024