კვირას გასამართი საქართველოს ჩემპიონატის მე- 10 ტურის მატჩი საჩხერის ჩიხურასა და დინამო თბილისს შორის, გუნდების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ივანწმინდას ნაცვლად, თბილისში დინამო არენაზე ჩატარდება. თბილისელები საჩხერლებს პირველობის მეორე წრეში ესტუმრებიან. კვირას შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.