• Geo
  • Eng
27.10.2015
დინამო მეოთხედფინალშია

დღეს ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. 16 სექტემბერს ჩატარებული პირველი შეხვედრა თბილისელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობა. მე- 12 წუთზე დინამოელების სწრაფი შეტევა მასპინძელთა კარის აღებით დასრულდა. ბაჩანა არაბულის დარტყმული კოკა სეფიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას გიორგი ქვილითაიამ დაასწრო და ანგარიში გახსნა. თხუთმეტ წუთში დინამოს კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ალექანდრე კოშკაძის დარტყმული არაზუსტი გამოდგა, რასაც დინამოელთა კონტრშეტევა და მათე ცინცაძის მიერ გაცუდებული მომენტი მოჰყვა. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი ქვილითაია შეიჭრა ფოთელთა საჯარიმოში, მას ორჯერ ეუხეშნენ, მაგრამ ჯარიმა საპირისპირო მიმართულებით დაინიშნა. მეორე ნახევარი სტუმტრებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. 70- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე ბექა მიქელთაძე გამოვიდა, რომლისთვისაც დღვანდელი მატჩი დინამოს მაისურით სადებიუტო აღმოჩნდა. მატჩი ძირითადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა, ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა და თბილისელებმა 1:0 იმარჯვეს.

შემდეგ შეხვედრას დინამო თბილისი 1 ნოემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

კოლხეთი  0:1  დინამო

გოლი: 0:1 ქვილითაია 12’ 

გაფრთხილება: გურული 28’  ქებურია 88’ 

კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, პოლულიახი, გოგონაია, კოშკაძე (გიგაური 64), ჟიშკარიანი, სიჭინავა (კვარაცხელია 54), ლ. კაკულია (შენგელია 68)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, ჭელიძე, გურული, ცინცაძე (პარუნაშვილი 82), ჯიღაური, არაბული, ჯანელიძე, კიტეიშვილი (მიქელთაძე 70), ქვილითაია (ვოლკოვი 46)

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024