• Geo
  • Eng
29.10.2015
1 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას, 1 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მე-  10 ტურში ერთმანეთს დინამო თბილისი და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდებიან. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება.

1 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა ჩვენი გუნდისთვის. 7 ჩატარებული მატჩიდან თბილისელებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. 3 დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით დასრულდა და სამჯერაც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 5/6.

1970, 1973 და 1983 წლებში დინამომ სამი ჩატარებული მატჩიდან სამივე ერთნაირი ანგარიშით 0:1 დათმო. პირველ შემთხვევაში ჩვენი გუნდის მეტოქე მოსკოვის ცსკა გახლდათ. მეორედ დინამოელები ლენინგრადის ზენიტთან დამარცხდნენ, ხოლო 83- ში მოსკოველ თანაკლუბელებთან დათმეს მატჩი. 1986 წელს თბილისში, მოსკოვის სპარტაკთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2002 წელს დინამომ წნორის მილანს ერთის წილ სამი გოლი გაუტანა. ვიტალი დარასელია უმცროსმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც მიხეილ ბობოხიძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ვიტ ჯორჯიასთან თამაში ფრედ 0:0 მორჩა. 2008 წელს კი ისევ ვიტ ჯორჯია და ისევ ფრე 2:2. ამჯერად გოლები დავით ოდიკაძემ და მათე ვაწაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024