• Geo
  • Eng
10.07.2023
დინამოს ორი ახალწვეული
დინამო თბილისში ორი ახალწვეულია. კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.
 
სანგარე საფეხბურთო აკადემია რაით თუ დრიმის აღზრდილია. თამაშობდა დანიური ნორდსიელანდის ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის ჟალგირისში და ასევე დანიურ ნესტვედში. ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური პოდბრეზოვას ღირსებას იცავდა. კოტ-დ’იუვარიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.
 
რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი უნიონ დუალას აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატიღ გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23 წლამდე ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. კამერუნელი ფეხბურთელი დინამო თბილისში სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა. 
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024