დინამო თბილისმა საერთაშორისო სკაუტინგ პლატფორმა Nordensa-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
Nordensa ახლად დაარსებული პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ ფეხბურთელებს და შემდგომში მათ განვითარებაში ეხმარება. კომპანია ამისთვის ინოვაციურ მეთოდს იყენებს - Nordensa-ს აპლიკაციის დახმარებით ფეხბურთელების განვითარებაში წვლილი ინვესტორებს შეაქვთ, რომლებიც თავის მხრივ ფეხბურთელის წარმატების შემთხვევაში სარგებელს თავადაც იღებენ.
ახალი თანამშრომლობის შესახებ კომენტარი დინამო თბილისის სკაუტმა მიხა გაბეჩავამ გააკეთა:
"მოხარული ვარ ნორდენსას ინოვაციურ სკაუტინგ პლატფორმასთან პარტნიორობის დაწყებით. თანამშრომლობის ფარგლებში, კლუბს წვდომა ექნება ისეთ რეგიონებზე და ფეხბურთელებზე, რომლებზეც ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება."
თბილისურ კლუბთან თანამშრომლობის შესახებ Nordensa-ს წარმომადგენელმა მაქს ლეგატმაც ისაუბრა:
"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ვიწყებთ თანამშრომლობას. მოლაპარაკების პროცესი მაღალ პროფესიონალ დონეზე წარიმართა, რითაც ჩვენ ვიგრძენით, რომ სწორი პარტნიორი ვიპოვეთ. Nordensa-ს სახელით მსურს დინამოს წარმატება ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე."