საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 და 16 ნოემბერს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები 11 ნოემბერს ტალინში, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 16 ნოემბერს ტირანაში, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. კახა ცხადაძემ აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან ოთარ კაკაბაძეს და მათე ცინცაძეს უხმო.