სპორტულმა გამოცემა ლელომ შეაფასა გასული თვე და საქართველოს ჩემპიონატის ოქტომბრის თვის ნომინანტები დაასახელა. თერთმეტ რჩეულს შორის, სამი ფეხბურთელი დინამო თბილისიდანაა. ნომინანტებში მოხვდნენ: თბილისელთა მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და შემტევი ალექსანდრე იაშვილი.