დინამო არენაზე საქართველოს პირველობის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივი მიიღო და 2:1 დაამარცხა სტუმრები. ანგარიში 53- ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა გახსნა. 58- ე და 69- ე წუთებზე კი შესაბამისად ალექსანდრე იაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა ორჯერ აიღეს ლოკომოტივის კარი. დინამოელები 46 დაგროვილი ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. დინამო TV გამართული დერბის ვიდეო სიუჟეტს წარმოგიდგენთ.