• Geo
  • Eng
03.10.2015
დინამომ პირველი ადგილი დაიბრუნა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა დინამო ბათუმი მიიღო და მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს. მე- 17 წუთზე გიორგი ქვილითაია ტექნიკურად და სახიფათოდ გზავნიდა ბურთს ბათუმელთა კარისკენ, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. თამაში საშუალო ტემპში და მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ პირველ ტაიმში რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მისულა. 66- ე წუთზე დავით ვოლკოვის შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული, ბათუმელთა კარის ძელმა მოიგერია. ცოტახანში ლაშა პარუნაშვილის დარტყმული ბურთი, ლამაზ ნახტომში მიხეილ ალავიძემ უკუაქცია. 73- ე წუთზე თბილისელების შეტევა ოთარ კიტეიშვილმა დააგვირგვინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც 1:0 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით დინამომ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.

შემდემ, მერვე ტურის მატჩს დინამო ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ქართული დერბი 17 ოქტომბერს შედგება.

დინამო თბ  1:0  დინამო ბთ

გოლი: 1:0 კიტეიშვილი 73’ 

დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ტვილდიანი (ჭელიძე 90), რენე, გველესიანი, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), ქვილითაია (არაბული 69)

დინამო ბთ: ალავიძე, სუხიაშვილი, ქათამაძე, მახარაძე, გოგიტიძე, მგელაძე, შონია (ვარშანიძე 20), დიასამიძე (ლუის ალბერტუ 56), ქავთარაძე, ჩირიკაშვილი (აბუსელიძე 80), ბერიაშვილი

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024