• Geo
  • Eng
05.10.2015
დუბლები ბათუმთან 1:2 დამარცხდნენ

დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ ბათუმელთა დუბლებს უმასპინძლა. გათამაშების მეშვიდე ტური თამაზ სამხარაძის შეგირდებისთვის უიღბლო გამოდგა. თბილისელები პირველ ტაიმში გიორგი ზარიას გოლით დაწინაურდნენ, მანამდე კი არაერთი რეალური საგოლე მომენტი გააფუჭეს. სტუმრებმა პირველივე ნახევარში აღადგინეს სტატუს ქვო, საბოლოოდ კი მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრა სათავისოდ დაასრულეს. თბილისელთა სარეზერვო შემადგენლობა 7 თამაშიდან დაგროვებული 13 ქულით 4-5 ადგილებს იყოფს ბათუმელ დუბლიორებთან ერთად. შემდეგ მატჩს დინამოელები 18 ოქტომბერს ქუთაისში გამართავენ.

დინამო თბ 1:2 დინამო ბთ

დინამო თბილისი დუბლები: გუგეშაშვილი, კაპანაძე, ქაფიანიძე, კობოური, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, ფოჩხუა, ზარია, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გაბრიჩიძე, კუცია, მ. ბაშალეიშვილი, გიორგაძე, ხატიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024