• Geo
  • Eng
01.03.2016
დინამოელები მეთვრამეტე ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი თევზაძე (2) და გიორგი ქვილითაია (5) შეიყვანა. საბურთალოსთან შეხვედრაში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, გიორგი თევზაძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი, ხოლო ალექსანდრე ამისულაშვილი დაცვაში უშეცდომო თამაშით გამოირჩა.

მეთვრამეტე ტურის მწვრთნელად გამოცემამ თბილისელთა თავკაცი- იურაი იარაბეკი დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024