ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიი მოედანზე დუბლების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში დინამომ სამტრედია მიიღო. შეხვედრაში სათამაშო უპირატესობა ჩვენმა დუბლებმა მალევე მოიპოვეს და პირველ ტაიმში მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. სამტრედიელტა კარი ვოლკოვმა, მიქელთაძემ და ფოჩხუამ აიღეს. მეორე ნახევარში ჩაკვეტაძემ და ლილუაშვილმაც გამოიჩინეს თავი. ამ ორ გოლს შორის ერთი ბურთი სტუმრებმაც გაიტანეს. საბოლოოდ თამაზ სამხარაძის გუნდმა 5:1 იმარჯვა და 12 ტურის შემდეგ დაგროვილი 28 ქულით, მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამოს დუბლები გურიის სარეზერვო გუნდთან 29 ნოემბერს ჩაატარებენ.
დინამო დუბლები 5:1 სამტრედია დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კიკალიშვილი, კობოური (ხარაბაძე 46), ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნინუა, კუცია (ნ. ბაშალეიშვილი 53), ჩაკვეტაძე, ფოჩხუა (გაბრიჩიძე 53), მიქელთაძე (ერგემლიძე 53), ვოლკოვი (ლილუაშვილი 46)