დინამო არენაზე დასრულებული მეთორმეტე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სამტრედიას 3:1 მოუგო, შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- გია გეგუჩაძემ გააკეთა.
გია გეგუჩაძე: სამტრედია მობილური, ორგანიზებული და კარგი გუნდია. დასანანია, რომ პირველ ტაიმში გამოგვაკლდა მოთამაშე და მოგვიწია იძულებითი ცვლილების გაკეთება, თან ამასთან გოლიც გაუშვით. ჩემმა მოთამაშეებმა კარგი თამაში აჩვენეს, გამოავლინეს ხასიათი და საბოლოოდ მოვიგეთ.