• Geo
  • Eng
26.11.2015
28 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 28 ნოემბერს, დინამო თბილისი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14.00 საათზე დაიწყება.

28 ნოემბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა ხუთი მატჩი გამართა. ოთხში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსი 11/4 თბილისელთა სასარგებლოდ. 1997 წელს დინამოელებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. გოლები გიორგი დემეტრაძის და დავით მუჯირის ანგარიშზეა. 1999 წელს სიონმა უმასპინძლა ჩვენ გუნდს. თენგიზ სიჭინავას, კლიმენტი წიტაიშვილის და გიორგი ანჩაბაძის გოლებით დინამომ 3:1 დაამარცხა მეტოქე. 2004 წელს დედაქალაქელები გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდნენ და 4:1 აჯობეს მასპინძლებს. ორი გოლი ლევან მელქაძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი შაშიაშვილმა და ჯაბა დვალმა გაიტანეს. 2009 წელს დინამომ ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 აჯობა მეტოქეს. გამარჯვების გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა. სამი წლის შემდეგ პაექრობაში ვიტ ჯორჯიასთან ჩისკო მუნიოსმა გაიტანა გოლი, მატჩი კი ფრედ 1:1 მორჩა.

1973 წლის 28 ნოემბერს, მტკვრისპირელები უეფას თასის 1/8 ფინალში ტოტენჰემ ჰოთსფურს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლოკომოტივის სტადიონზე ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლები რალფ კოუტსმა და კახი ასათიანმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024