28 ნოემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას ლანჩხუთში, ადგილობრივი გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 27 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები დიდ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდებაც 78/19 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო გურულებს. 1992 წლის 27 აგვისტოს შოთა არველაძის პოკერს ორი გოლი არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა მიამატეს. 1994 წლის 1 ოქტომბერს შოტა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ დუბლი და ერთი გოლიც გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 1998 წლის 12 მაისს ლევან ხომერიკმა და დავით მუჯირმა გაუტანეს გურულებს 2-2 გოლი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი გივი დიდავამ და მიხეილ აშვეთიამ მოახერხეს. 1999 წლის 15 მაისს, დინამომ გურია 7:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი პაატა ჯინჭარაძის, გიორგი კიკნაძის, რატი ალექსიძის და შოთა ჩომახიძის ანგარიშზეა. 1994 წლის 2 აპრილს თბილისელებმა ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. გოლები გაიტანეს: ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2015 წლის 17 მაისს ლანჩხუთში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები ვახო ჭანტურიშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.