სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ოთხი ფეხბურთელი- ჯაბა ჯიღაური (3), ოთარ კაკაბაძე (3), ლიბორ ჰრდლიჩკა და გიორგი გურული შეიყვანა. სამტრედიასთან შეხვედრაში ჯაბა დუბლის ავტორი გახდა, ხოლო გიორგიმ სადებიუტო გოლი გაიტანა.
მეთორმეტე ტურის სიმბოლური გუნდის მწვრთნელად, გამოცემამ თბილისელთა თავკაცი- გია გეგუჩაძე (3) დაასახელა.