დინამოელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სკრინინგი ჩაუტარდათ
დღეს დინამოელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სკრინინგი ჩაუტარდათ.
აქციას დინამო თბილისის პრეზიდენტი- რომან ფიფია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი- ლევან კობიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე- ვალერი კვარაცხელია დაესწრნენ და შემოწმება ფეხბურთელებთან ერთად გაიარეს.