• Geo
  • Eng
17.10.2015
ტორპედო 1:1 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულებული მერვე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტორპედომ და დინამომ ფრედ 1:1 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და ალექსანდრ შტელინი წარდგნენ.

გია გეგუჩაძე: ამ შეხვედრას ყოველთვის დიდი დაძაბულობით და ინტერესით ელოდება გულშემატკივარი. არც დღევანდელი შეხვედრა იყო გამონაკლისი. ვიტყოდი, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები საკმაოდ მოტივირებულები იყვნენ. შეიძლება თამაშის ხარისხი არ იყო მაღალი. მე გაკვირვებული დავრჩი მოედნის ესეთი ცუდი ხარისხით. ერთ მომენტში გაგვეპარა კონტრშეტევა და მივიღეთ გოლი, თუმცა საბოლოო ჯამში მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ალექსანდრ შტელინი: იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ვიგებდით, მინდოდა მეთქვა- დავკარგეთ ორი ქულა, თუმცა თავს ვერ მივცემ ამის უფლებას. ჩვენ უფრო მოვიპოვეთ ეს ერთი ქულა, რადგან ვეთამაშეთ საკმაოდ ძლიერ და თანამედროვედ მოთამაშე კლუბს. ბიჭებმა კარგად მიმიღეს გუნდში და მათი მადლობელი ვარ. ეს ფრე ის ტრამპლინია, რომელიც მომავალში მოგვცემს პროგრესირების და ჩვენი გულშემატკივრის გახარების საბაბს. დიდი მადლობა იმ ქომაგს, რომელიც მოვიდა და გვერდში დაგვიდგა. მე მოხარული ვარ ამ რეზულტატით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024