დუბლების პირველობაზე ჩვენმა გუნდმა მეცამეტე ტურის შეხვედრა გამართა. თბილისელები ლანჩხუთის გურიას სარეზერვო შემადგენლობას დაუპირისპირდნენ და დიდი სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებში ასახეს. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა გურიას ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეხვედრის დებიუტში, მეორე წუთზე ანგარიში მიქელთაძემ გახსნა. ოთხ წუთში ერგემლიძემ მეორე გოლი გაუტანა გურულებს. ტაიმის შუაში ჩაკვეტაძემ გაიტანა მესამე გოლი და შესვენებაზე დინამო სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევარში კიდევ არაერთხელ შეეძლოთ თბილისელებს მეტოქის კარის აღება. 82- ე წუთზე კი ლოჩოშვილმა საფინალო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. დინამოს დუბლებმა მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგეს, 31 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო მატჩს ჩვენი სარეზერვო გუნდი 4 დეკემბერს, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე, ბოლნისის სიონის დუბლებთან გამართავს.
გურია დუბლები 0:4 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: ბულისკირია, კიკალიშვილი (კაპანაძე 46), ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ბუღრიძე, კუცია (აღდგომელაშვილი 46), ნინუა (ნ. ბაშალეიშვილი 60), ჩაკვეტაძე (გაბრიჩიძე 46), ფოჩხუა, მიქელთაძე (სილაგაძე 46), ერგემლიძე