• Geo
  • Eng
28.01.2014
ფრე პირველ ანტალიურ სპარინგში

თურქულ მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა პირველი სპარინგ მატჩი პოლონეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელთან, პოდბესკიძიესთან გამართეს. დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდაь დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ჯარიმის ზღვარზე თამაშობდნენ და ხშირ შემთხვევაში მათი მოქმედება ამ ზღვარსაც სცილდებოდა, ამისგამო ოთარ კაკაბაძემ/მხრის ამოვარდნილობა და ადგილზე გაეწია დახმარება/, გიორგი მერებაშვილმა (კუნთი დაეჭიმა) და დავით ხურცილავამ (წვივის სახსრის ტრავმა) მოედანი დროზე ადრე დატოვეს.

 

ანგარიში შეხვედრის მეცხრე წუთზე პოლონელმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მოწინააღმდეგემ დაცვის და მეკარის შეცდომით  ისარგებლა და პოდბესკიძიე მარეკ სოკოლოვსკიმ დააწინაურა – 0:1.  დინამოელთა თავკაცს მალხაზ ჟვანიას პირველი იძულებითი ცვლილების განხორციელება 35–ე წუთზე მოუწია. ტრავმირებული ოთარ კაკაბაძის ნაცვლად, რომელსაც ორთაბრძოლისას მხარი ამოუვარდა, მოედანზე დავით ხურცილავა გამოვიდა.

 

მეორე ტაიმი ჩვენმა ფეხბურთელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და  55–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, პოლონელთა კარში გოლი ჩვენი გუნდის მაკედონიელმა ლეგიონერმა, დარკო გლიშიჩმა გაიტანა – 1:1. შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენს ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა პოდბესკიძიეს კარის ხაზიდან ბურთი მცველმა გამოიტანა. თამაშის 84–ე წუთზე თბილისელთა თავკაცს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. გიორგი მერებაშვილის ნაცვლად, მოედანზე საბა ლობჟანიძე გამოვიდა, რომლის ძალისხმევითაც განვითარებული შეტევის დროს, შეხვედრის ბოლოსწინა  გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც შეიძლებოდა.დინამოელებმა შეხვედრის ბოლო ორი წუთი რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს, ერთ–ერთ სათამაშო ეპიზოდში დავით ხურცილავა დაშავდა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შესძლო.

 

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ლევან ტყეშელაშვილს

 

დინამო 1:1 პოდბესკიძიე

გოლები:

0:1 სოკოლოვსკი 9’

1:1 გლიშიჩი 55’

 

დინამო (პირველი ტაიმი): ლორია, კაკაბაძე (ხურცილავა 35’), გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, ძარია, გორგიაშვილი, ჩისკო, ვუო, დიასამიძე, გოგა

დინამო: (მეორე ტაიმი): დაუშვილი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, პაპუნაშვილი, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ცინცაძე, გლიშიჩი, მერებაშვილი (ლობჟანიძე 88’), მოდებაძე

 

პოდბესკიძიე: ზაიაცი, ადუ, ხმიელი, სოკოლოვსკი, ხრაპეკი (პაველა 70’), პიეტრასიაკი, გორკიევიჩი, კონიეჩნი, ლატკა, ბარტლევსკი (კოლოძიეა 70’), დეჟა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024