დინამო თბილისს დაუბრუნდა 25 წლის დამცველი, საქართველოს ნაკრების წევრი- გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც წინა სეზონი იჯარის წესით საჩხერის ჩიხურაში გაატარა. გიორგის დინამოს შემადგენლობაში 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დღეს დილით კი გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და გთავაზობთ მის ვიდეო კომენტარს.