19 ივლისს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას გამართავს. საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონს დინამო არენაზე დაუპირისპირდება. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება და შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი 40 წლის სტიუარტ ატველი გახლავთ. მას ასისტენტობას სტიუარტ ბარტი და ნილ დევისი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჯონ ბრუქსი იქნება.