• Geo
  • Eng
10.05.2023
სამგურალი 2-1 დინამო

წყალტუბოში ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამგურალმა დინამოს უმასპინძლა.

 

მატჩი დინამოელების აქტიური თამაშით დაიწყო, თუმცა ათი წუთის შემდეგ პირველი ტაიმის სცენარი გაძევებამ შეცვალა. VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მთავარმა მსაჯმა ლუკა კუტალაძის მიერ საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით თამაში დააფიქსირა და სტუმრები ათი კაცით დატოვა მოედანზე. ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს, რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, ხოლო ტაიმის ბოლოს ნიკა ხორხელის დარტყმით ანგარიშიც გახსნეს. პირველი ნახევრისთვის კომპენსირებულ დროში დინამოელებმა სამი საგოლე შეტევა განახორციელეს, თუმცა სამივე უშედეგოდ. მეორე ტაიმი დედაქალაქელებმა აქტიური შეტევებით განაახლეს და საბოლოოდ გოლის გატანაც მოახერხეს. 57-ე წუთზე გიორგი მაისურაძის ჩაწოდებას იმრანი გამოეხმაურა და სტატუს ქვოც აღადგინა. ცოტახნში ჯერ უსმანე კამარას, შემდეგ კი იმავე იმრანს დინამოელთა დაწინაურებაც შეეძლოთ. დინამომ მატჩი შეტევებში, ხოლო წყალტუბოელებმა კონტრშეტევებში განვლეს, სწორედ მასპინძელთა მიერ 78-ე წუთზე წამოწყებული კონტრშეტევა ლადო ჩიხრაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი 2-1 დააფიქსირა.

 

მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 14 მაისს თელავთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024