• Geo
  • Eng
06.12.2015
მორიგი საშინაო გამარჯვება

დინამო არენაზე მეთოთხმეტე ტურის მატჩი შედგა. თბილისელებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და შეხვედრაში, რომელშიც აბსოლიტურ უპირატესობას ფლობდნენ მეტოქეს 5:2 აჯობეს. დაპირისპირების დებიუტში მასპინძლები შეეცადნენ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, რაც მალევე მოახერხეს. მე- 12 წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულს გიორგი გველესინმა თავი შეაგება, თუმცა მირზა მერლანმა განმუხტა სიტუაცუა, აი მომდევნო შეტევაში კი ჯაბა ჯიღაურმა ჩაირბინა მარჯვენა ფრთიდან, ჩაწოდება საჯარიმოში და გიორგი გურულის ზუსტი თამაში თავით. დინამო დაწინაურდა 1:0. სამ წუთში ჯაბა ჯიღაურის ტექნიკური და ძლიერი დარტყმა სიონის კარის ხარიხამ მოიგერია. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც გიორგი ქვილითაიას ახლო მანძილიდან მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მცველმა დაასწრო. ორიოდე წუთში გიორგი ქვილითაია გადიოდა სიონის მეკარესთან პირისპირ, იგი დავით სავნიძემ აკრძალული მეთოდით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. ალექსანდრე იაშვილის საჯარიმოდან ტექნიკურად დარტყმული კი მირზა მერლანის ნადავლი გახდა. მომდევნო შეტევაში ლაშა პარუნაშვილმა ზუსტი გადაცემით ოთარ კიტეიშვილი იპოვა, რომლის დარტყმულიც სიონის კარის ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლო წუთზე მირზა მერლანმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა ბოლნისელთა კარი, მან ოთარ კიტეიშვილის საკმაოდ ძლიერი დარტყმული მოიგერია.

მეორე ტაიმი დინამოელებმა მეორე გატანილი გოლით გახსნეს. ალექსანდრე იაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის ლამაზი კომბინაცია ამ უკანსკნელის ჩაწოდებით და გიორგი ქვილითაიას სეზონში გატანილი მე- 11 გოლით დასრულდა. 54- ე წუთზე გიორგი ვასაძემ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა 2:1. თბილისელებმა ანგარიშში სტატუს ქვო 62- ე წუთზე აღადგინეს. ოთარ კაკაბაძემ და ლაშა პარუნაშვილმა ერთი შეხებით გაითამაშეს ბურთი, ლაშამ ზუსტი გადაცემით გიორგი გურული მოძებნა და დინამოს მცველმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა. იგივე ინტერვალით გაიტანეს მასპინძლებმა მეოთხე გოლიც. ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებულ კუთხურს, გიორგი გველესიანმა შეუცვალა მიმართულება და დასწრებაზე რენე ფერეირამ დინამოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 77- ე წუთზე ბოლნისელთა შეტევისას ჩაწოდებული ბურთი გიორგი გურულს მოხვდა ხელზე და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ვარლამ კილასონიამ პენალტი ზუსტად შეასრულა 4:2. 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა საბა ლობჟანიძემ სიონის კარში მეხუთე გოლი გაიტანა. ცოტახანში ისევ ლობჟანიძის დარტყმული, რომელიც მერლანმა მოიგერია. საბოლოოდ დინამომ მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატის პირველ წრეში ყველა საშინაო მატჩში იმარჯვა. მომდევნო შეხვედრა 12 დეკემბერს ქობულეთში ჩატარდება. მეთხუტმეტე ტურის თამაშში დინამო შუქურას შეხვდება.

დინამო  5:2  სიონი

გოლი: 1:0 გურული 13’  2:0 ქვილითაია 47’  2:1 ვასაძე 54’  3:1 გურული 62’  4:1 რენე 70’  4:2 კილასონია (პენ) 77’  5:2 ლობჟანიძე 83’

გაფრთხილება: ქვილითაია 45’ ოთარაშვილი 86’ 

გაძევება: სვანიძე 32’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გველესიანი, გურული, ცინცაძე (ჯანელიძე 65), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 75), იაშვილი, ქვილითაია (არაბული 62)

სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (ვასაძე 46), გოგობერიშვილი, რაზმაძე, მანჯგალაძე, ისიანი (ოთარაშვილი 73), უგულავა (საჯაია 38)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024