• Geo
  • Eng
04.02.2016
ჩვენი მეტოქე - ბატე

თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისის მეორე სპარინგ-პარტნიორი ბორისოვის ბატე იქნება. შეხვედრა 4 თებერვალს თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

ბატე 1973 წელს დაარსდა. გუნდი 1984 წელს დაიშალა და 1996 წელს ხელახლა შეიქმნა.  ბატონები (ბატეს ზედმეტსახელი) საშინაო მატჩებს ბორისოვ არენაზე ატარებენ, სტადიონი კი 13 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ოფიციალური ფერებია- ყვითელი და ლურჯი.

ბორისოვის გუნდი 12- ჯერ გახდა თავისი ქვეყნის ჩემპიონი, აქედან ბოლო 10 წელიწადი მიჯრით. ბატემ სამჯერ მოიგო ბელორუსის თასი და ხუთჯერ აღმართა სუპერთასი, რაც ნაციონალური რეკორდია. გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს ევრო არენაზეც. ბატემ 5- ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფას ჩემპიონტა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ორჯერაც ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. დინამოსა და ბატეს გზები ორჯერ გადაიკვეთა და ორივეჯერ უეფას თასის გათამაშებაზე. პირველ შემთხვევაში 2001 წელს, როდესაც დინამომ 2:1 იმარჯვა და შემდეგ 0:4 დათმო მატჩი. მეორედ კი 2004 წელს, როცა დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ბატეს- 3:2 და 1:0.

ბატემ ბელორუსის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ოქროს მედლები ირგუნა. 26 თამაშიდან ბორისოველებმა 65 ქულა დააგროვეს. ბელორუსები ბელეკში 26 იანვრიდან იმყოფებიან და ერთი სპარინგი უკვე ჩაატარეს. ჩვენი მომავალი მეტოქე მაკედონიურ შკენდიასთან 1:2 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024