დღეს დინამოელები- რენე ფერეირა, გიორგი ჯანელიძე, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე თბილისის 55- ე საშუალო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა მოსწავლეებთან ერთად ტრადიციულ მინი ტურნირში დინამოს თასი გაათამაშეს. მოსწავლეებს საჩუქრად დინამოს ატრიბუტიკა, ხელმოწერილი მოთამაშის ბარათები და საკლუბო გამოცემები გადაეცათ.