• Geo
  • Eng
09.02.2016
ჩვენი მეტოქე - სლოვანი ბრატისლავა

10 თებერვალს თბილისის დროით 17.00 საათზე დინამო თბილისი მეოთხე სპარინგს დაიწყებს. ბელეკში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი თბილისელები ბრატისლავის სლოვანს შეხვდებიან.

ჩვენი მომავალი სპარინგ-პარტნიორი 1919 წელს დაარსდა და დღემდე სლოვაკეთისა და ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდად ითვლება. სლოვანი ერთადერთი კლუბია ამ ქვეყნიდან, რომელსაც ევროთასი აქვს მოგებული. 1969 წელს დინამოელთა დარად სლოვანმა უეფას თასების მფლობელთა თასი აღმართა, ფინალში კი ბარსელონა დაამარცხა. ბრატისლავის მეფეები (სლოვანის მეტსახელი) საშინაო მატჩებს პასიენკის სტადიონზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 11 600 გულშემატკივარზეა გათვლილი. მანამდე კი ბრატისლავის გუნდი 30 000- იან ტეგელნე პოლეზე გამოდიოდა. გუნდის ოფიციალური ფერები ცისფერი და თეთრია. სლოვანმა ნახსენები თასების თასის გარდა 8- ჯერ მოიგო ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი და 6- ჯერ თასი. ასევე 8- ჯერ იმარჯვა ბრატისლავურმა გუნდმა სლოვაკეთის ჩემპიონატში. 6- ჯერ აღმართეს სლოვაკეთის თასი და 3- ჯერ სუპერთასი.

მიმდინარე პირველობაზე სლოვანმა 19 ჩატარებული მატჩიდან 41 ქულა დააგროვა და მეორე წრეს, მეორე ადგილზე ხვდება. სლოვანი თურქულ შეკრებაზე 1 თებერვალს ჩამოვიდა და ორი უგოლო სპარინგიც ჩაატარა, შესაბამისად- უნივერსიტატეა კრაიოვასთან და რაზგრადის ლუდოგორეცთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024