• Geo
  • Eng
08.02.2016
შეკრების მეათე დღე

შეკრების მეათე დღეს დინამოელებმა დილით ივარჯიშეს, საღამოს კი დროს მსუბუქ წვრთნას დაუთმობენ. მცირე აღდგენის შემდეგ იურაი იარაბეკმა გუნდი ტაქტიკური მეცადინეობით და სახალისო ორკარათი დატვირთა. აქტიურად დაიტვირთა გიორგი თევზაძეც. თბილისელები ბელეკში 14 იანვრამდე დარჩებიან და დარჩენილ პერიოდში კიდევ ორ სპარინგ შეხვედრას გამართავენ. 10 თებერვალს დინამოს მეტოქეობას ბრატის;ავის სლოვანი გაუწევს, ხოლო 13 თებერვალს ლვოვის კარპატი. შეგახსენებთ, რომ დინამომ უკვე დაამარცხა სპლიტი 1:0, აჯობა ბატეს 2:0 და ასევე აჯობა ვოივოდინას ანგარიშით 2:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024